29 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
საქართველოს აკონტროლებს პარლამენტი, მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები - პრემიერი კონგრესმენ მალინის განცხადებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკის რესპუბლიკელი კონგრესმენის მაკვეინ მალინის შეფასებების კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოს მართავს შესაბამისი უწყებები და ეს შეფასებული და დაფასებულია დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც. 

"საქართველოს აკონტროლებს საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები, ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული და დაფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებით, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ დღესაც, გუშინაც, ბოლო პერიოდში ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით ბოლო 2 კვირის განმავლობაში,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ამერიკის რესპუბლიკელი კონგრესმენის მაკვეინ მალინი ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და "ქართულ ოცნების" თავმჯდომარეს პუტინის მოკავშირედ მოიხსენიებს. ის ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში კარგად შეიმჩნევა პუტინის გავლენები, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლას.

ამერიკელი კონგრესმენი ასევე საუბრობს სცენარზე, რომელიც პრორუსულ ინტერესებს ემსახურება და ქვეყანაში ავიწროებს ამერიკულ ბიზნესს, "ფრონტერასთან" ერთად სახელდება სხვა კომპანიებიც. მაკვეინ მალინიმ მანამდე ღია წერილით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა, სადაც გამოთქვამდა შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევის გამო.

დღის ამბები