29 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ორშაბათიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - რა პირობებში მოუწევთ აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება

ორშაბათიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება.

აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებში პირბადეებით შესვლა ევალებათ, თუმცა მათ პირბადის მოხსნა საგამოცდო სივრცეში შეეძლებათ. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, მეთვალყურეს ექნება კონდიციონერის ჩართვის უფლება.

რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, გაივლიან დეზობარიერს, ასევე დაცული იქნება დისტანცია, როგორც ეზოში, ასევე კორიდორებში. საგამოცდო ცენტრებში ყველა მერხის წინ განთავსებული იქნება გამჭვირვალე ფარი.

"კვლავ რეკომენდებულია პირბადის ტარება, აბიტურიენტებს და სხვა გამოსაცდელებს შესაძლებლობა აქვთ ის მოიხსნან უშუალოდ მუშაობის პროცესში. ყველა სხვა აქტივობისას - იქნება ეს რეგისტრაცია, კომუნიკაცია, საპირფარეშოში გასვლა, მათ უნდა ეკეთოთ პირბადე. თუ საგამოცდო ოთახის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, მეთვალყურეს ექნება კონდიციონერის ჩართვის უფლება, ოღონდ ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა უნდა გაიკეთონ პირბადე," - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე.

დღის ამბები