ფოთში მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია 45 წლამდე მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა. მამაკაცი ქალაქის გარეუბანში სასტიკად ნაცემი დატოვეს.
მედიკოსების თქმით, ის ფოთის ჰოსპიტალში მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით შეიყვანეს და მისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლებელი იყო.
ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.