29 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
94 მომხრე და 1 წინააღმდეგი - პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებები დაჩქარებული წესით დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს, კანონპროექტს 94 მომხრე და 1 წინააღმდეგი ჰყავდა.

კოდექსში შეტანილი ცვლილებებით სავალდებულო ხდება პარტიულ სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენლის შეყვანა. ასევე აკრძალული ხდება კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩევნო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსშიც. ცვლილებების თანახმად 100 ლარამდე თანხით ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციისთვის, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა ეკრძალებათ.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მედია-კამპანიისა და პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი საეთერო დროის მიმართულებით მთელ რიგ ცვლილებებს.

დღის ამბები