29 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ციმბირის წყლული და ყირიმ-კონგო - ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოს ვირუსით დაავადებულმა 12-მა პაციენტმა მიმართა

60 წლის მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოში ციმბირულ წყლულზე მკურნალობს. ის თიანეთის რაიონიდან თბილისში მაღალი ცხელებითა და ორგანიზმის ინტოქსიკაციით გადმოიყვანეს. მამაკაცი ინფექციით ცხოველთან შეხების შედეგად დაავადდა.

ციმბირული წყლულის გავრცელების კერა მცხეთა-მთიანეთის რეგიონია. ადამიანის დაინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელ ტუშურებში​კარანტინი გამოაცხადა. 2 კვირიანი აკრძალვა ხორცისა და რძის პროდუქტის რეალიზაციას უკავშირდება. სოფლის მაცხოვრებლები კი ვალდებულები არიან ყველა შინაური ცხოველი აცრან. ამის პარალელურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები,

კიდევ ერთი დაავადება, რომელსაც ძირითადად ცხოველებში ვხვდებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც გავრცელდა. ახალციხის რაიონში პირუტყვთან შეხებისა და რძისა და ყველის საკვებად გამოყენების შედეგად ვირუსული ინფექციით ადამიანებიც დაავადდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, სოფელ ივლიტაში ყირიმ-კონგოს ვირუსით 3 მაცხოვრებია დაავადებული. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ დაავადებულთა რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

ამ დროისთვის, ყირიმ-კონგოსა და ციმბირული წყლულით დაავადებულ 2 პაციენტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. მათი მდგომაროება ამ დროისთვის მკურნალობას ექვემდებარება და  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ცხოველებში გავრცელებული ვირუსით დაავადებულმა 12-მა პაციენტმა მიმართა.

ვირუსული დაავადების სირთულიდან გამომდინარე, დაგვიანებული მიმართვიანობის მიზეზით მკურნალობა შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს. ერთი ასეთი შემთხვევა სეზონის დაწყებიდან მალევე დაფიქსირდა. ყირიმ-კონგოს ცხელებით დაავადებული 1 პაციენტის გადარჩენა ინფექციურ საავადმყოფოში ვერ მოახერხეს.

დღის ამბები