მექსიკის ქალაქ ირაპუატოში, სარეაბილიტაციო ნარკოლოგიურ დაწესებულებაში შეიარაღებული პირების მიერ განხორციელებულ თავდასხმას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამი დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ არ არის გამორიცხული, გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
შეიარაღებული თავდასხმა აღნიშნულ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ივნისშიც მოხდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიჭრა.