ხელისუფლება მოუწოდებს აბიტურიენტებს დაიცვან დაწესებული რეკომენდაციები და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება - როგორც განათლების სამინისტროს, ასევე თითოეულ გამოსაცდელს.
"პასუხისმგებლობა რა საკვირველია არის ორმხრივი, როგორც ჩვენი უწყების მხრიდან, ასევე თითოეული გამოსაცდელის მხრიდან და ძალიან დიდი ყურადღებით გვინდა მოვეკიდოთ ორმხრივად ამ საკითხს, რომ გაგებით იყოს მიღებული ის განცხადება, როდესაც იქნება კონდიციონერი ჩართული, ერთმანეთის უსაფრთხოებას პატივი ვცეთ და ის, რომ ჯგუფში ინდივიდუალურად არ არიან განთავსებული და თითოეულ საგამოცდო ჯგუფში ვიცით, რომ არის სხვა მინიმუმ 10 მაინც გამოსაცდელი პირი, ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ და კონდიცირების პირობებში, რასაც გვაწვდის რეკომენდაციას ჯანდაცვის სისტემა - გამოვიყენოთ," - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.