29 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
აფთიაქსა და ბანკზე ყაჩაღური თავდასხმისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს

ყაჩაღობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

გამოძების ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცი 25 ივნისს, ფონიჭალაში მდებარე "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრს ყაჩაღურად დაესხა თავს და იარაღის მუქარით 18 168 ლარი გაიტაცა.

ნივთმტკიცებად ბინიდან ამოიღებულია 2300 ლარი, ავტომანქანიდან კი ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი ნივთი, რომელიც ყაჩაღობაში ბრალდებულმა, შეუტყობინებლობაში ბრალდებულს გადასცა. ამოღებულია დიდი რაოდენობით მედიკამენტები, რომლებიც კიდევ ერთ ყაჩაღობას, ამ შემთხვევაში აფთიაქზე თავდასხმას უკავშირდება.

დღის ამბები