29 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
რესპონდენტების ინტერვიუები არასწორი თარგმანით განზრახ იყო დამახინჯებული - სუსი "შაბათის მთავარში" გასულ რეპორტაჟზე

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ "მთავარი არხის" რეპორტაჟში: "ნაყიდი კოვიდ-19" რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები არასწორი თარგმანით განზრახ იყო დამახინჯებული.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი: "2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადაცემა "შაბათის მთავარში" გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაავადებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ გარკვეულ ფულად თანხებს სთავაზობდნენ."

განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება 20 ივნისს, გადაცემა "შაბათის მთავარში" გასული რეპორტაჟის სრული და უწყვეტი, დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვის თაობაზე.

დღის ამბები