29 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
1 ივლისიდან ხელფასები გაეზარდათ პოლიციელებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს, სოფლის ექიმებს, ექთნებს და სოციალურ აგენტებს - პრემიერი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 1 ივლისიდან საქართველოსთვის მსახურებაში მყოფ ადამიანებს ხელფასი გაეზარდათ. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელფასი პოლიციას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს სრულად, ასევე სოფლის ექიმებს, ექთნებს და სოციალურ აგენტებს გაეზარდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 1 ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია იქნება 250 ლარი, ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობენ 300 ლარი.

"გარდა ამისა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, ერთხელ და სამუდამოდ ერთის მხრივ პენსიის გაზრდის და მეორეს მხრივ იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლის გამოც, როგორც შედეგი, პენსიის ზრდა ყოველწლიურად მიება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელს, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების პენსიის საკითხი ვეღარასოდეს ვეღარ გახდება პოლიტიკური სპეკულირების საგანი. ეს არის მიღწევა, რომელიც ჩვენ ყველამ პარლამენტთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებები მივიღეთ. გარდა ამისა მოგეხსენებათ, რომ 1 ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია იქნება 250 ლარი, ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობენ 300 ლარი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები