29 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ჩატარებული 70 ტესტიდან ვირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ჩატარებული 70 ტესტის პასუხი ცნობილი გახდა. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ვირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. ამ ეტაპზე, გუდაუთის საავადმყოფოში 3 ინფიცირებულს მკურნალობენ.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 38 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 34 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ერთი გარდაიცვალა. ოკუპირებულ ცხინვალში კი, ბოლო მონაცემებით, მკურნალობას 9 ინფიცირებული განაგრძობს.

დღის ამბები