29 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
სახალხო დამცველმა კარანტინში ექიმის მხრიდან პაციენტზე სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

სახალხო დამცველმა კარანტინში ექიმის მხრიდან პაციენტზე სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.

ომბუდსმენის შეფასებით, ადგილი ჰქონდა სექსუალურ შევიწროებას, რაც გამოიხატა არასასურველი, სექსუალური ხასიათის სიტყვიერ, არასიტყვიერ და ფიზიკურ ქცევაში, რომელმაც განმცხადებელს დამამცირებელი გარემო შეუქმნა.

ნინო ლომჯარიას რეკომენდაციები შესაბამის უწყებებს უკვე გაეგზავნათ. ახალგაზრდა ქალის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" იცავს.

"ომბუდსმენმა მიიღო გადაწყვეტილება და კარანტინის დროს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ერთ-ერთმა პაციენტმა ექიმის მხრიდან სექსუალური შევიწროება მიიღო, სახალხო დამცველმა დაადგინა სამი სახის სექსუალური შევიწროვება. მთელი რიგი ხარვეზები აღმოაჩინა, რეკომენდაცია გამოსცა ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური სააგენტოს მიმართ.

აღმოჩნდა, რომ არანაირი მექანიზმი არ აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ თვითონ მოახდინოს რეაგირება სექსუალური შევიწროვების ფაქტებზე," - აღნიშნა კავშირის "საფარის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ.

დღის ამბები