29 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
აცხადებენ, რომ არიან პროდასავლურები, თუმცა მათ ჩააბარეს რუსეთს ტერიტორიის 20% და სტრატეგიული ობიექტები - ირაკლი კობახიძე

ოპოზიციის ნაწილის განცხადებების საპასუხოდ, რომელთაც ხელისუფლება რუსეთის ინტერესების გატარებასა და მათი დეზინფორმაციის გაძლიერებაში დაადანაშაულეს, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სწორედ მისი ოპონენტები წარმოადგენენ საფრთხეს ამ კუთხით.

მისივე თქმით, სწორედ  მათ ჩააბარეს რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20% და ეკონომიკური, სტრატეგიული ობიექტები.

"არიან კონკრეტული პარტიები, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ მათ აქვთ რუსეთთან დაახლოების ინტერესი და ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ნატოში ინტეგრაციის იდეას და, ასევე, არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან პროდასავლურები, თუმცა მათ ჩააბარეს რუსეთს ჩვენი ტერიტორიის 20% და ჩვენი ეკონომიკური, სტრატეგიული ობიექტები. აქედან გამომდინარე, ასეთი პოლიტიკური ძალების შემთხვევაში არსებობს თანამშრომლობის რისკი,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები