29 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
რუსეთს სურს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა და ამაში ხელს ჩვენი მთავრობა უწყობს - გიგა ბოკერია

საქართველოს ოპოზიციური სპექტრის ნაწილი ეთანხმება აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნების პროცესში ჩარევას ეცდება. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ რუსულ გავლენას ქვეყანაში მმართველი გუნდი, "ქართული ოცნება" აძლიერებს. 

"ოკუპანტის ქცევა, ეს არის საქართველო მოექცეს, ასე ვთქვათ, რუსული გავლენების ქვეშ. სამწუხაროა, რომ ამ რუსულ გავლენებს საქართველოში დღეს ატარებს "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება,"-აცხადებს ხატია დეკანოიძე.

იმავე აზრზეა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ჩამოშლა სურს, ამაში კი ხელს ჩვენი მთავრობა უწყობს. 

"სრულიად ლეგიტიმური ვარაუდია, ყველა წინაპირობა გვაქვს წარსულის და აწმყოს გათვალისწინებით, ეს არის მტრული სახელმწიფო, რომელსაც აწყობს საქართველოში დემოკრატიის, უსაფრთხოების და, ზოგადად, სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა და ჩვენ ამას უნდა ველოდო. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ამაში მას ხელს უწყობს,"-აცხადებს გიგა ბოკერია. 

დღის ამბები