29 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ ერთ პანდემიას - ღორის გრიპის H1N1-ის ახალი შტამი ჩინეთში დაფიქსირდა

მსოფლიო, შესაძლოა, კიდევ ერთმა პანდემიამ მოიცვას. ახალი ვირუსი ჩინეთში უკვე დაფიქსირდა და შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს. ვირუსი ღორის გრიპის H1N1-ის ახალი შტამია, რომელსაც მკვლევარებმა G4 უწოდეს. თუ ახალი ტიპის ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე მარტივად გავრცელდა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ COVID-19-ის მსგავსი აფეთქება მოხდეს.

G4 EA H1N1 ადამიანების სასუნთქ გზებს აზიანებს. მეცნიერებმა ვირუსის არსებობის მტკიცებულებები უკვე იპოვეს. G4 უკვე დადასტურდა ჩინეთში იმ ადამიანებში, რომლებიც მუშაობენ ცხოველების სასაკლაოებსა და ხორცის ქარხნებში. ჩინეთის 10 პროვინციაში განთავსებული ფერმების გამოკვლევისას, 30 ათასამდე ანალიზი შეაგროვეს და 10 %-ზე მეტს ახალი ტიპის H1N1 უკვე გადატანილი ქონდათ. სპეციალისტების განცხადებით, ახალი შტამი ახლა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მისი იგნორირებაც არ შეიძლება. 

კორონავირუსის მე-6 ფაზას ებრძვის ახლა მსოფლიო, ეს პანდემიის ბოლო ფაზაა. H1N1-ის ახალი შტამი კი მეორე ფაზაშია, როდესაც ცხოველებში არსებული ვირუსი ადამიანზე გადადის და ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ შესაძლოა, ვირუსი მეტად აღარ განვითარდეს, თუმცა კონტროლი მნიშვნელოვანია. 

ეპიდემიოლოგები ყველა სცენარს განიხილავენ. საშიშროება იმისა, რომ კორონავირუსთან ერთად გავრცელდეს ახალი პანდემია G4, სპეციალისტები ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, არ მოხდება. საქართველოს ამ ეტაპზე ახალი G4-ის საშიშროება არ ემუქრება. 

2009 წელს ე.წ ღორის გრიპს პანდემიური ფორა ჰქონდა, თუმცა ახალა სეზონური გრიპის სახე მიიღო. ე.წ "ღორის გრიპის" თავდაპირველად დასავლეთ ნახევარსფეროში – მექსიკაში დაიწყო. ვირუსით 1.4 მილიარდ ადამიანამდე დაავადდა. დაფიქსირდა გარდაცვალების 575 000 შემთხვევა. 2010 წელს საქართველოში H1N1 50-60 ადამიანი გარდაიცვალა, 2011 წელს კი 30-ზე მეტი.

მეცნიერები ახალი ვირუსის კვლევის პროცესში არიან. ამ ეტაპზე ჩატარებულმა კვლევებმა მხოლოდ ის აჩვენა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ახალი ვირუსის წინააღდეგ იმუნიტეტს ვერ ეხმარება და ვაქცინების გაკეთება ეფექტური არ არის.

 

დღის ამბები