29 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ფოთში საკანალიზაციო სისტემების მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ფოთში საკანალიზაციო სისტემების მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს.

ჰოლანდიური კომპანია "ტაჰალ გრუპის" პრესსამსახური სატელეფონო საუბარში ფაქტს არ უარყოფს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი ასევე იმყოფებოდა შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში". კომპანიაში განმარტავენ, რომ ფოთის ფილიალი "ტაჰალ გრუპის" ზედამხედველობას არ უკავშირდება და საკონტროლო სამუშაოებს თბილისი ახორციელებს.

ოფიციალურ უწყებას დაკავების შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

დღის ამბები