29 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ეს წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ველოდებით საპარლამენტო არჩევნებს - კელი დეგნანი

საერთაშორისო აქტორები და არჩევნები - ამ თემებზე დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენცია წელს ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ელჩები, ასევე ევროპარლამენტარები. კონფერენციას ესწრებოდა ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსეც. განცხადებები გაკეთდა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც.

საუბრის სფერო, რაზეც კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს იყო საკმაოდ ფართო. წინასწარ დაგეგმილი თემა ამ კონფერენციის, რომელიც ყოველწლიურად საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება იყო ასეთი: არჩევნები COVID-19-ის პირობებში, როგორც ახალი გამოწვევა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის. თუმცა საუბრის და მსჯელობის საკითხები უფრო ფართო იყო.

სპიკერებმა ყურადღება გაამახვილეს როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ასევე საარჩევნო კოდექსზე, არჩევნებზე, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა და ეს გამოცდა უნდა ჩააბაროს, ასევე, ისაუბრეს ზოგადად ქვეყნის დემოკრატიზაციაზე და ამ პროცესში მიღწეულ პროგრესზე და გამოწვევებზეც.

საუბარი შეეხო ცალკეული ქვეყნებისა და საქართველოს თანამშრომლობასაც, და ასევე იმასაც თუ რა როლს ასრულებენ როგორც ცალკეული ქვეყნები, ასევე ორგანიზაციები საქართველოსთან პარტნიორობის პროცესში.

აღინიშნა კიდევ ერთხელ, რომ საქართველო არის მათი მეგობარი, დასაყრდენი პარტნიორი და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიზაციის ხარისხი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს.

"ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიის განვითარებას. გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატია არის გასაღები ძლიერი ეკონომიკისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის. ეს წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ველოდებით საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ მოხარულები ვართ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით. ეს იყო პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებების შედეგი. ასევე მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც პოლიტიზებული არ იქნება.

მოხარულები ვართ, რომ საქართველომ მიაღწია პროგრესს. შეერთებული შტატები საქართველოს დემოკრატიისთვის არბიტრის როლს თამაშობს. ჩვენ დიდ ინვესტიციას ვდებთ საქართველოს მომავლისთვის. საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში შეერთებული შტატები სხვა პოლიტიკურ აქტორებთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ხანდახან დემოკრატიზაციის მშენებლობის პროცესში თავს იჩენს პოლარიზებული გარემო. ამ დროს აქტორების როლი კი დიდია," - აცხადებს აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

დღის ამბები