29 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
პროგრამა გულისხმობს სასწავლო რესურსების შექმნასა და მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სასარგებლო უნარის ჩამოყალიბებას - კელი დეგნანი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან და USAID-ის მისიის დირექტორთან საქართველოში, პიტერ ვიბლერთან შეხვედრა გამართა, სადაც საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ამერიკული მხარის მიერ 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას.

"ვიმედოვნებთ, რომ ეს ორი პროგრამა ერთობლივად ნაყოფიერად იმუშავებს და საბოლოოდ კარგ შედეგებს მივიღებთ. USAID-ის პროგრამა გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, გარდა ამისა, ითვალისწინებს მასწავლებელთა ტრენინგებს, ახალი სასწავლო რესურსების შექმნასა და მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სასარგებლო უნარის ჩამოყალიბებას,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები