29 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ქუთაისში ოპერაციების განახლებას მომავალ ზაფხულს ვვარაუდობთ - "ვიზეარის" კომუნიკაციების ხელმძღვანელი

კომპანია "ვიზეარის" კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრას რადო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრენები დროებით შეჩერდება, თუმცა ქუთაისის ბაზის შესახებ წინასწარ პროგნოზების გაკეთება ნაადრევია და გადაწყვეტილებას მოვლენათა განვითარების შესაბამისად მიიღებენ.

"ჩვენ არ ვაუქმებთ და არ ვხურავთ ქუთაისის ბაზას და, ამ ეტაპზე, არ გვაქვს არანაირი გეგმა, რომ ქუთაისში ჩვენი ბაზა დავხუროთ. ჩვენ ვაპირებთ ფრენების დროებით შეჩერებას. რაც შეეხება მგზავრებს, ვისაც შეეხო რეისების გაუქმება, ცხადია, მათ ამის შესახებ შევატყობინებთ. ჩვენ მგზავრებს ვთავაზობთ ხელახლა დაჯავშნას, მიიღონ 120 %-იანი კომპენსაცია ვიზა კრედიტით, ან დავუბრუნოთ გადახდილის 100%. ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს რეისების გაუქმება, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება, განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა პანდემიაა. ჩვენ ვცდილობთ შევაკავოთ ვირუსი. წინასწარ ქუთაისის ბაზაზე ჩვენი გეგმების შესახებ საუბარი ნაადრევია. ვაკვირდებით სიტუაციას. მხოლოდ მოვლენათა განვითარების შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ჩვენ, ცხადია, ვმუშაობთ იმისთვისაც, რომ ის თანამშრომლები, რომლებიც ქუთაისში მუშაობენ, გადავანაწილოთ სხვა ბაზებზე სამუშაოდ, სანამ ქუთაისში ფრენები განახლდება. ქუთაისში  ოპერაციების განახლებას  მომავალ ზაფხულს ვვარაუდობთ, თუმცა, ვაკვირდებით პროცესებს, რის შესაბამისადაც ვიმოქმედებთ,"-ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები