ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილ მეორე პირსაც, შესაძლოა, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან აქვს კავშირი - ამის შესახებ გერმანული მედიის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ხდება ცნობილი.
ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ რომან დავიდოვის სახელი გამოგონილია. მათი თქმით, დავიდოვის სახელზე პასპორტი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გაიცა.
სლოვაკეთის ვიზით დავიდოვი ევროკავშირის ტერიტორიაზე შევიდა, საიდანაც გაემგზავრა ბერლინში და იქ ხანგოშვილის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა.
ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ დავიდოვმა ხანგოშვილის მკვლელს საჭირო აღჭურვილობა და იარაღი გადასცა. გამოძიების თანახმად, დავიდოვი ფიგურირებს ჩეჩნეთის ომის კიდევ ერთი ვეტერანის მკვლელობაში, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე 2015 წელს მოხდა.