29 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
საქართველოში COVID–19-ით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1-ით გაიზარდა

საქართველოში COVID – 19-ით გამოჯამნმრთელებულთა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და მონაცემი 795 გახდა. ქვეყანაში არსებული covid სტატისტიკის მაჩვენებელი სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

გაზრდილია ინფიცირების რაოდენობაც, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 3 ახალი დადასტურებული შემთხვევით ქვეყანაში სულ 931 შემთხვევა ფიქსირდება.

ამ დრომდე კარანტინის რეჟიმშია 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 229 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები