თორნიკე შენგელია ესპანეთის ლიგა ენდესას ჩემპიონია. გუშინ, 30 ივნისს ლიგის ფინალში "ბასკონია" "ბარსელონას" დაუპირისპირდა და დაძაბულ მატჩში 69-67 დაამარცხა.
შენგელიამ 33 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 11 იყო. მეოთხე პერიოდში შენგელიამ "ბარსელონას" ლიდერ ნიკოლა მიროტიჩს მეხუთე პერსონალური მიაღებინა. დაჯილდოვების ცერემონიალზე "ბასკონიას" ქართველი ლეგიონერი საქართველოს დროშით გავიდა.