29 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
საქართველოში COVID–19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა

საქართველოში COVID–19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და მონაცემი ამ დროისთვის 931-ს შეადგენს. ქვეყანაში არსებული covid სტატისტიკის მაჩვენებელი სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროის მონაცემებით, ბოლო 24 საათში არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, მონაცემი კვლავ 794-ია.

ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 2 809, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 229 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 პაციენტია გარდაცვლილი.

დღის ამბები