გორში, ქალაქის ცენტრში, სავარაუდოდ, მდგმურმა მოკლა ბინის მეპატრონე ცივი იარაღით.
"კურიერის" ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი პოლიციელია. მდგმური ნაქირავებ სახლში ბინის მეპატრონის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, უცნობია.
"კურიერის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ის პოლიციამ უკვე დააკავა.
საქმეზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის, მუხლითაა აღძრული.