29 ნოემბერი 2024,   18:56
ვრცლად
OMV Petrom-ის გამარჯვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ინვესტიციების ზრდისა და დივერსიფიკაციისკენ - ავსტრიის ელჩი

გამოცხადებულ ტენდერში უმსხვილესი ავსტრიული ენერგეტიკული ჰოლდინგის წევრი კომპანიის გამარჯვებას საქართველოში ავსტრიის ელჩი ტვიტერით ეხმიანება.

"OMV Petrom გამარჯვებულია საქართველოს შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიებისა და მოპოვების ტენდერში. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში ინვესტიციების ზრდისა და დივერსიფიკაციისკენ," - წერს არად ბენკო.

ავსტრიულმა კომპანიამ ანალოგიური პროექტის შედეგად რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში ე.წ "დომინოს" საბადო აღმოაჩინა, რომელის საფასურიც 1,5 მლრდ დოლარია. 

დღის ამბები