29 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
სახელმწიფო და კერძო პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს ორშაბათიდან განაახლებს

სახელმწიფო და კერძო პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს ორშაბათიდან განაახლებს. დაწესებულებებმა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურის მიერ შემოწმება გაიარეს და 6 ივლისიდან სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღეს.

მსოფლიო პანდემიის გამო, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2020 წლის მარტიდან კოლეჯებში სწავლა შეწყდა. სასწავლებლების მონიტორინგი სისტემატურად ჩატარდება.

დღის ამბები