29 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ვულოცავთ საქართველოს მსოფლიოს იმ 15 ქვეყანას შორის მოხვედრას, რომელთათვის ევროკავშირი გახსნის თავის საზღვრებს - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს ულოცავს იმ 15 ქვეყანაში მოხვედრას, რომელთათვის ევროკავშირი 1 ივლისიდან თავის საზღვრებს კლავ გახსნის. შესაბამისი განცხადება წარმომადგენლობამ სოციალური ქსელით გაავრცელა.

"ვულოცავთ საქართველოს მსოფლიოს იმ 15 ქვეყანას შორის მოხვედრას, რომელთათვის ევროკავშირი 1 ივლისიდან კვლავ გახსნის თავის საზღვრებს," - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნის უფლება ეძლევა. საბოლოო სია ევროკავშირის საბჭოს გუშინ გამოაქვეყნა. მასში ვერ მოხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და ბრაზილია. საზღვრის გახსნა შეეხება ჩინეთს, თუმცა მხოლოდ იმ პირობით თუ ჩინეთი ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს.

 სიის შექმნისას გათვალისწინებული იყო ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების ტენდენცია და ახალი შემთხვევების რაოდენობა. ის ყოველ ორ კვირაში გადაიხედება. და უკვე ცნობილია, რომ საქართველო ვერ მოხვდა ჩეხეთის მიერ გამოქვეყნებულ სიაში. ქვეყანა პირველი ივლისიდან საზღვრებს მხოლოდ ევროკავშირის 8 არაწევრ სახელმწიფოს გაუხსნის.

დღის ამბები