29 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
სენატორ რიშს არაერთხელ აქვს გაკეთებული ჩვენთვის მიუღებელი განცხადებები - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა,  რომ სენატორს არაერთხელ გაუკეთებია მმართველი გუნდისთვის მიუღებელი განცხადებები, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობასთან" დაკავშირებით. 

"რაც შეეხება სენატორ რიშს - ჩვენ, ბუნებრივია, მას ძალიან დიდ პატივს ვცემთ, როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენელს, თუმცა ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მას არა ერთხელ აქვს გაკეთებული ჩვენთვის მიუღებელი განცხადებები, მათ შორის ის 2012 წლის ბოლოს ითხოვდა, რომ არც ერთი "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლის წინააღმდეგ არ უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე. ანუ, ითხოვდა ისეთ რამეს, რაც აბსოლუტურად არათავსებადია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. თქვენ იცით, რამდენი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი "ნაცმოძრაობის" რეჟიმს და ამის შემოქმედნი, რა თქმა უნდა, იყვნენ "ნაცმოძრაობის" ლიდერები.

საქართველომ 2020 წლის შემდეგ თავი წარმოადგინა, როგორც ღირსეულმა სახელმწიფომ. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ასეთი ცალკეული მოწოდებები, ამას შეიძლება ჰქონდეს თავისი სხვადასხვა საფუძველი, მათ შორის მეგობრობაც, მაგრამ მთავარია, სახელმწიფომ თავი დაიმკვიდროს, როგორც ღირსეულმა სახელმწიფომ. რაც შეეხება იმ პროექტს, რომელიც არის ინიცირებული, ჩვენ ვართ ძალიან მყარად დარწმუნებული, რომ ეს პროექტი არ გავა,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტის შესწორების მიხედვით, საქართველოსთან თანამშრომლობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება თუ ქვეყანა პირობებს დაიცავს. ცვლილება სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ რიშს ეკუთვნის.

დღის ამბები