ოჯახური ძალადობის ფაქტი ახმეტაში ნაჯახის გამოყენებით. 49 წლის ქალი "კურიერთან" იმ დღეს იხსენებს, როცა მასზე ფიზიკურად იძალადეს. ქალს დეტალურად ახსოვს ფაქტი, როცა ნასვამ მდგომაროებაში მყოფმა მამაკაცმა, ნაჯახი მოუქნია. ცივი იარაღის ტარით მიყენებული დაზიანების კვალი სახეზე დღემდე შესამჩნევია. ექსპერტიზამ ნაჯახი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ოჯახური ძალადობის ფაქტს ადასტურებენ მეზობლებიც. ყვირილისა და ჩხუბის შემდეგ სასწრაფო დახმარება სწორედ მათ გამოიძახეს. ოჯახური ძალადობის მსხვერპლის ჩვენების საფუძველზე კი, 65 წლის მამაკაცი ადგილზე დააკავეს.
ფაქტს არც დაკავებულის ოჯახის წევრები უარყოფენ. ბრალდებულის და "კურიერის" კამერასთან დაახლოებით ერთი თვის წინ მომხდარს იხსენებს. ამბობს, რომ მისი ძმა დაკავების შემდეგაც აგრესიული იყო. ახლობლების მტკიცებით მსგავსი შემთხვევა ოჯახში პირველად მოხდა.
65 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. საქმეში არსებული მტკიცებულებების განხილვასა და მოწმეების გამოკითხვას, ახმეტის სასამართლო 7 ივლისს დაიწყებს.