29 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
"რუსთავი 2" ბექა პატურაშვილს და მის ოჯახს უსამძიმრებს

ტელეკომპანია "რუსთავი 2“ მწუხარებას გამოთქვამს, რომ "კურიერის“ ჟურნალისტის, ბექა პატურაშვილის შვილის, პატარა ალექსის გადარჩენა ექიმების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა. 

"რუსთავი 2“ მადლობას უხდის კოლეგებს, იმ ორგანიზაციებს, ყველა იმ პირს, ვინც ამ ხნის განმავლობაში მცირეოდენი წვლილი მაინც შეიტანა ალექსის გადასარჩენად. 

"რუსთავი 2“ უსამძიმრებს ბექას, ნატალიას და ალექსის ყველა გულშემატკივარს.

დღის ამბები