29 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
გიგი უგულავამ სოფელ ცეცხლაურის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, გიგი უგულავამ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. "ევროპული საქართველოს" ლიდერთან შეხვედრაზე ადგილობრივებმა არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი უმუშევრობაა, რაც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გართულდა. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში არის ინფრასტრუქტურული პრობლემებიც.

გიგი უგულავამ აქცენტი ქვეყნის გახსნაზე გააკეთა:

"დახმარება, რომელიც პრინციპში ჯერ არავის მიუღია, რომელსაც მთავრობა ჰპირდება, არაადეკვატურია. თუ არ გაიხსნა ქვეყანა, მანამდე ეკონომიკის ამოტრიალების არანაირი ნიშანწყალი არაა," -  განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები