29 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
ოპოზიცია იუსტიციის მინისტრს პარლამენტში იბარებს - "ევროპულ საქართველოს" პოლიტიკური ნიშნით დევნაზე კითხვები აქვს

ოპოზიცია იუსტიციის მინისტრს პარლამენტში იბარებს. "ევროპულ საქართველოს" თეა წულუკიანთან უწყების შიგნით პოლიტიკური ნიშნით დევნაზე კითხვები აქვს. ამ კონტექსტში "ევროპულ საქართველოს" აინტერესებს ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოების შესახებ ინფორმაცია.

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, რომელიც ნოტარიუსია, ავრცელებს იუსტიციის სამინისტროს წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ გენერალურმა ინსპექციამ მისი ფეისბუქსტატუსები შეისწავლა და მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებები დაადგინა.

"ბოლო წლების განმავლობაში იუსტიციის სისტემაში განსაკუთრებით ხშირი იყო  პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამშრომლების დევნის ფაქტები და ნახევარ მილიონ ლარამდე წააგო ქალბატონმა წულუკიანმა სასამართლო დავები," - აცხადებს სერგი კაპანაძე.

დღის ამბები