29 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
მოვუწოდებთ პოლიტიკურ მოთამაშეებსა და მედიას თავი შეიკავოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმისაგან - შვეიცარიის საელჩო

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშესა და მედიას, თავი შეიკავოს პიროვნებებზე, მათ შორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმისაგან, - აღნიშნულ განცხადებას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.

ამასთან, საელჩო საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმება.

"საელჩო საქართველოში მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და მიიჩნევს, რომ ახალი საარჩევნო სისტემა გაზრდის საზოგადოების სხვადასხვა ფენის, მათ შორის, უმცირესობების წარმომადგენლობას პარლამენტის ახალ შემადგენლობაში.

შვეიცარია დაეხმარება საქართველოს სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო კამპანიის წარმართვაში, რომელიც დაეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ კომპრომისს და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მოთამაშესა და მედიას, თავი შეიკავოს პიროვნებებზე, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმისაგან," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები