29 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
24 წლის კაცმა ახალგაზრდა ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა - სამართალდამცავებმა ბრალდებული მალევე დააკავეს

მკვლელობის სასტიკი მცდელობა თბილისში - კაცმა ახალგაზრდა ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაკავებულია 24 წლის პირი. შემთხვევა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გუშინ მოხდა, სამართალდამცავებმა ბრალდებული შემთხვევიდან მალევე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მისი მოკვლა სცადა. დაშავებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს. ნივთმტკიცებად შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ბენზინის ბოთლი. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. 

დღის ამბები