29 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
პაკისტანში საფონდო ბირჟის შენობაში შესვლის მიზნით ხელყუმბარა ისროლეს

მსხვერპლით დასრულდა თავდასხმა პაკისტანში. შეიარაღებულმა პირებმა საფონდო ბირჟის შენობაში შესვლის მიზნით ხელყუმბარა ისროლეს და დაცვის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს.

დაიღუპა სამი პირი, მათ შორის პოლიციელი. საპასუხოდ უსაფრთხოების ძალებმა 4 თავდამსხმელი მოკლეს. არიან დაშავებულები.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ავღანურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო.

დღის ამბები