29 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
დოკუმენტების გაყალბება და 2 მილიონ ლარამდე უკანონო შემოსავალი - შსს-მ 5 პირი დააკავა 

უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების
ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმ​აციით, ინერტული მასალის რეალიზაციაში ჩართულმა პირებმა აჭარის რეგიონში მოქმედი კომპანიების სახელით, დოკუმენტები გააყალბეს და შედეგად 2 მილიონამდე უკანონო შემოსავალი მიიღეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ელოდებათ.

დღის ამბები