29 ნოემბერი 2024,   20:52
ვრცლად
გარკვეული რეკომენდაციები უნდა დავიცვათ, რომ ეპიდემიურად არჩევნები იყოს უსაფრთხო - თამარ გაბუნია

პანდემიით გამოწვეული ვითარების ფონზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში მეორე სამუშაო შეხვედრა იმართება. ამ შემთხვევაში საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რომელთა დაცვაც საარჩევნო უბნებზე სავალდებულო უნდა გახდეს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ არჩევნებისთვის ახალი რეკომენდაციების შემუშავებაა საჭირო.

"საკითხი ეხება არჩევნებისთვის მომზადებას. გარკვეული რეკომენდაციები უნდა დავიცვათ, რომ ეპიდემიურად არჩევნები იყოს უსაფრთხო. ყველას უნდა მივცეთ უფლება არჩევნებში მონაწილეობის, ეს იქნება კარანტინში მყოფი პირი თუ სხვა,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აღნიშნავს, რომ გარდამავალი დებულებით საკანონმდებლო ცვლილებები არჩევნებისთვის უკვე იგეგმება.

"გარდამავალი დებულებით იგეგმება, რომ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები შევიდეს, რომელიც დაარეგულირებს წესებს. მაგალითად პირბადის გამოყენების სავალდებულობა, სხვადასხვა სანიტარული ნორმები, სოციალური დისტანცირება და ა.შ,"- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

დღის ამბები