29 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის წინააღმდეგ - ევროკავშირის წარმომადგენლობა 

საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ, რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის განცხადებებს, საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმიანება და განცხადებას აქვეყნებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშულებების და პოლიტიკური აქტორების თავდასხმა მათ კოლეგაზე მიუღებელია.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით შემდეგ განცხადებას აქვეყნებს:

"ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ. ყველა აქტორი, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები