29 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
მოვუწოდებთ ყველა მხარეს მიისწრაფონ თანამშრომლობისკენ წინააღმდეგობის ნაცვლად - ევროპარლამენტარები საკონსტიტუციო ცვლილებებზე

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებიც გამოეხმაურნენ.

ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ამ ცვლილებით პოტენციურად შესაძლებელი ხდება შეიქმნას უფრო პლურალისტური და წარმომადგენლობითი პარლამენტი.

განცხადებაში თანამომხსენებლები ასევე წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ შეთანხმების მიუხედავად პოლიტიკური გარემო მაინც დაძაბული და პოლარიზებული იყო.

"მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მიისწრაფონ თანამშრომლობისკენ წინააღმდეგობის ნაცვლად და კონსტრუქციულად განაგრძონ 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების დარჩენილი ნაწილის შესრულება. დამატებით, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი განცხადებისა და ქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა, გაამწვავოს დაძაბულობა და პოლარიზაცია ან სხვა მხრივ, ნეგატიურად აისახოს გარემოზე, რომელიც ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად არის საჭირო.

როგორც უკვე განვაცხადეთ, პოლიტიკური შეთანხმება და მისი შედეგი საარჩევნო სისტემა, საქართველოს შესაძლებლობების ფანჯარას სთავაზობს. ჩვენ ვთხოვთ ყველა მხარეს, სრულად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები