დღეს მეზღვაურების პროფესიული დღეა. სფეროში დასაქმებულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირადად მიულოცა.
მათ გიორგი გახარიამ მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიმართა და აღინიშნა, რომ საერთაშორისო ვაჭრობის 90%-ზე მეტი საზღვაო გადაზიდვებზე მოდის.
"გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი, შავი ზღვა არის ჩვენი ბედი და შავი ზღვა არის საქართველოს კარიბჭე და ვერაფერს ეკონომიკურად ვერ მივაღწევთ, თუ მეზღვაურის პროფესია არ გახდა ამ ქვეყანაში დაფასებული, საჭირო და მეზღვაურის განათლება ხარისხობრივად უფრო და უფრო თუ არ განვითარდა," - განაცხადა გიორგი გახარიამ ბათუმში მეზრღვაურებთან შეხვედრისას.