თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა. გიორგი რურუასთვის აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობა დღეს დაცვის მხარემ დააყენა. ასევე, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა დაცვის მხარის ორი მოწმე.
გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. გიორგი რურუა "მთავარი არხის" მეწილეა. ოპოზიცია გიორგი რურუას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.