29 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, სტუდენტებს შეხვდა.

ახალგაზრდებმა შეხვდრის ფარგლებში მათთვის აქტუალურ პრობლემებზე - ხელმისაწვდომ სტუდენტურ სესხებზე, სოციალურად დაუცველთათვის დაფინანსების გაზრდასა და საზღვარგარეთ სწავლის ხელშეწყობაზე ისაუბრეს.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პარტიისთვის უმნიშვნელოვანესია განათლების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება, რადგან მოქალაქის კეთილდღეობა ამაზეა დამოკიდებული.

დღის ამბები