29 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
თბილისში ოჯახური კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა

ტრაგედია თბილისში - თემქის დასახლებაში ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით პოლიციაში შეტყობინება დღეს შევიდა შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორს ზარის ინიციატორის მეუღლემ ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა.

მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. დაჭრილი სამართალდამცველის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დღის ამბები