29 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოხტა, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო თემქაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ განცხადება ავრცელებს.

მამაკაცი, რომელიც მე-7 სართულიდან გადმოხტა, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

რაც შეეხება, პატრულს, რომელიც ინციდენტის დროს დაიჭრა, სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც შეტყობინების ინიციატორის მეუღლე - 1985 წელს დაბადებული გ.კ. გახდა აგრესიული და ამავე კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორს დ.ბ. -ს ცივი იარაღის გამოყენებით, მარცხენა ზედა კიდურის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც ამავე კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადმოხტა.

აღნიშნული პიროვნება სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, დ.ბ. -ს ის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები