29 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკის ინფიცირებული მედპერსონალის ოჯახი იზოლაციაში გადაიყვანეს

ეპიდემიოლოგების ყურადღების ეპიცენტრში ახლა კასპის რაიონის სოფელი მეტეხია. ინფიცირებული მედპერსონალის ოჯახი იზოლაციაში გადაიყვანეს.

ლუგარის ლაბორატორიაში იმ პირების ანალიზები გაიგზავნა, რომლებსაც 52 წლის ქალთან შეხება ჰქონდათ. ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელს, რომელიც ამ სოფლიდანაა, კორონავირუსი დაუდასტურდა. 

"კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგები ვიყავით ადგილზე, მოხდა კონტაქტების შესწავლა, ახლო კონტაქტების ნიმუშების შესწავლა და ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. აქედან 5 პასუხი უარყოფითია. თვითიზოლაციაში 7 პირი გადავიდა, დაწესდა ზედამხედველობა და 14 დღის განმავლობაში, თუ რამე უჩვეულო არ გამოვლინდა, მათი მეორედ გატესტვა მოხდება,"- აცხადებს შიდა ქართლის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ეკა ქორჩილაძემ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ზოგადი ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია.

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება ნაკლებია და ის მხოლოდ 13-დან 15%-მდე მერყეობს. 

დღის ამბები