29 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლებიც გირაოს ითხოვდნენ.

გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულ სასამართლოში თითქმის 8 საათიანი მოსმენის შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ, გამოცხადდა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 17 ადამიანი დააკავა.

დღის ამბები