29 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
"ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, დღეს დაასაფლავეს 11 წლის ბიჭი, რომელმაც მოიკლა თავი" - პატრიარქი თვითმკვლელობის შესახებ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თვითმკვლელობაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომ მსგავსი აზრები ეშმაკისეულია, ადამიანი ამით თავადვე ვნებს საკუთარ სულს და საზოგადოებას მოუწოდა, მსგავსი ფიქრის გაჩენის შემთხვევაში მოძღვარს და ეკლესიას მიმართოს.

"ადამიანმა უნდა იფიქროს, მთავარი რა არის, რა არის მარადიული და რა არის დროებითი. სასუფეველი ღვთისა არის მთავარი, დაუსრულებელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მკვიდრი გავხდეთ სასუფევლისა.

ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დღეს დაასაფლავეს 11 წლის ბიჭი, რომელმაც მოიკლა თავი. რომ ჰკითხო, რატომ მოიკალი თავიო, ვერ გეტყვის. ეშმაკი სდევდა გალაკტიონს. აქვს გამონათქვამი - ბავშვობიდან თავის მოკვლა მინდოდაო, იმდენი სდია, იმდენი ეცადა, რომ მოეკლა თავი. ღმერთმა ყველა დაიფაროს. რომ მოვა ასეთი აზრი, უნდა წავიდეს ადამიანი მოძღვართან, აღსარებაში უნდა უთხრას, აღსარების საშუალებით განიდევნება.

ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს. შვილებს უნდა ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე დროს, რთულ დროს. უნდა გქონდეთ სახლში ნაკურთხი წყალი, ნახშირი, საკმეველი და აუცილებლად ყოველდღე უნდა ასხუროთ თქვენს საწოლს, თქვენს ოთახს, ეზოს. 
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და საქართველოს მფარველი."

დღის ამბები