29 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ჰუბერტ ქნირშის სადავო განცხადება ისტორიულ კენჭისყრამდე - 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩი ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე გახდა

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში დეპუტატები ორ დღეში ისტორიული კენჭისყრისთვის შეიკრიბებიან. სხდომას არ დაესწრება ოპოზიცია - მიზეზი მათი თქმით, ხელისუფლების მიერ 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაა. კენჭისყრამდე სამი დღით ადრე, მოლაპარაკებების ერთ-ერთმა ფასილიტატორმა, გერმანიის ელჩმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნა, რომ დოკუმენტში კონკრეტული გვარებზე საუბარი არ არის.

ჰუბერტ ქნირშის განცხადებას მოლაპარაკებებში ჩართული ოპოზიციური პარტიების მხრიდან კრიტიკა მოყვა, თუმცა ეს განცხადება მმართველ გუნდისთვის დამატებითი არგუმენტი აღმოჩნდა, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა. "ქართული ოცნება" ოპონენტებს დესტრუქციაში ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა მივლენ, თუ არა "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კენჭისყრაზე, უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონსტიტუციას მაინც შეცვლიან.

პირობა, რომ ქვეყანაში არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას დადო.

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე და საბოლოო კენჭისყრა 29 ივნისს გაიმართება. რიგგარეშე სხდომაზე ცვლილებების მხარდასაჭერად დამოუკიდებელი დეპუტატები, "პატრიოტთა ალიანსი" და მმართველი გუნდი სრული უმრავლესობით გამოცხადდება.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. 

დღის ამბები