რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეციალური დანაყოფი "თალიბანს" ავღანეთში მყოფი კოალიციური ძალების, მათ შორის ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციაში ფულს სთავაზობდა – ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუ იორკ თაიმსი" შტატების სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე შტატების დაზვერვამ განაცხადა, რომ 2019 წელს რუსეთმა ავღანელ მეომრებს ჯილდო შესთავაზა ევროპაში ფარული ოპერაციების დროს საერთაშორისო სამხედროების მკვლელობის სანაცვლოდ.
შეერთებულ შტატებში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ რუსეთისა და ავღანეთის შესახებ ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებული ცრუ ინფორმაციით რუსი დიპლომატების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. საელჩომ მოუწოდა "ნიუ იორკ თაიმს" შეაჩეროს ყალბი ამბების გავრცელება.