29 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
ზუგდიდის ცენტრში ერთოთახიანი ბინა მთლიანად დაიწვა

ზუგდიდის ცენტრში ერთოთახიანი ბინა მთლიანად დაიწვა. როგორც მეზობლები ამბობენ, მათ ძლიერი დაკვამლიანება მალევე შეამჩნიეს, რის შემდეგაც კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუირება განხორციელდა.

ხანძრის გაჩენის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი გაზის ბალონის აფეთქების შემდეგ გაჩნდა.

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სამართალდაცები მუშაობენ. ამ დოისთვის ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.

დღის ამბები